არნე სლოტის გათავისუფლების შემდეგ ლივერპულის მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე ანდონი ირაოლა აშკარა ფავორიტად მიიჩნევა.
43 წლის სპეციალისტი ამ თანამდებობის მთავარი კანდიდატია, თუმცა შტუტგარტის მწვრთნელი სებასტიან ჰიონესი და ლანსის დამრიგებელი პიერ საჟიც განიხილებიან.
ირაოლას ლივერპულის სპორტულ დირექტორ რიჩარდ ჰიუზთან უკვე უმუშავია ბორნმუთში, სანამ 46 წლის ჰიუზი 2024 წელს მერსისაიდულ კლუბში გადავიდოდა.
ესპანელმა სპეციალისტმა ბორნმუთის მთავარი მწვრთნელის რანგში თავისი ბოლო მატჩი კვირას ჩაატარა. ნოტინგემ ფორესტთან 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ გუნდმა პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ლიგის საგზური.
გასულ თვეში მისი წასვლის შესახებ განცხადების შემდეგ ირაოლა არაერთ კლუბს დაუკავშირეს. დაინტერესებულთა შორის იყო „რისტალ პალასიც. პალასის მთავარმა მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა განაცხადა, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კლუბს დატოვებდა, ხოლო The Athletic-ის ინფორმაციით, ირაოლა კლუბის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.
ირაოლას ასევე აკავშირებდნენ ჩელსისა და მანჩესტერ იუნაიტედთან, თუმცა ამ კლუბებმა მოგვიანებით შესაბამისად ჩაბი ალონსოსა და მაიკლ კერიკის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურეს.
ბოლო დღეებში დაიწერა მილანის სურვილზეც, რომ ესპანელი გუნდის მთავარ მწვრთნელად ეხილა, თუმცა გავრცელებული ცნობით, ირაოლამ როსონერის შეთავაზებაზე უარი თქვა.
BREAKING: ლივერპულმა სლოტის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო