• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
რატომ უთხრეს უარი კონატეს ახალ კონტრაქტზე?
ფეხბურთიფეხბურთი

რატომ უთხრეს უარი კონატეს ახალ კონტრაქტზე?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლივერპულმა იბრაჰიმა კონატესთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები სრულიად აბსურდული მიზეზით შეაჩერა. ფრანგი მცველი ამ ზაფხულს მერსისაიდულ კლუბს უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.


ეს ყველასთვის შოკი აღმოჩნდა. თავად კონატე სეზონის მიწურულს აცხადებდა, რომ ახალ ხელშეკრულებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა.

გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ კონატეს ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ეს თანხა სხვა პოზიციების გასაძლიერებლად სჭირდებათ.

კლუბს სურს ფინანსები სალაჰის პოტენციური შემცვლელის საპოვნელად და ეკიტიკეს ტრავმის ფონზე ახალი თავდამსხმელის დასამატებლად შეინახოს. ეს ლოგიკა კრიტიკას ვერ უძლებს - კონატეს წასვლით ლივერპული ძირითადი შემადგენლობის მცველს კარგავს.

ახლა მის პოზიციას 20 წლის ჟერემი ჟაკე იკავებს, რომელსაც პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება საერთოდ არ აქვს და მოედანზე მხრის ოპერაციის შემდეგ ბრუნდება. სიტუაციას ისიც აუარესებს, რომ ჯო გომესიც გუნდიდან გადასვლას აპირებს. მისი წასვლის შემთხვევაში, ლივერპულის დაცვის ცენტრში მხოლოდ 35 წლის ვირჯილ ვან დაიკი, გამოუცდელი ჟაკე და მუხლის მძიმე ტრავმიდან ახლად დაბრუნებული თინეიჯერი ჯოვანი ლეონი რჩებიან.

გუნდს ახალი მაღალი კლასის მცველი ჰაერივით სჭირდება, თუმცა ახლა მის შესაძენად კლუბს სოლიდური სატრანსფერო თანხის გადახდა მოუწევს. კრიტიკოსების აზრით ამას ისევ კონატესთვის ხელფასის მომატება სჯობდა. თუ ხელმძღვანელობა დაცვის ხაზის გაძლიერებას საერთოდ არ აპირებს და მთელ ფულს თავდასხმაში დახარჯავს, სადაც 2025 წელს უკვე 300 მილიონი აქვთ დაბანდებული? 

2026 წლის 29 მაისის მონაცემებით, კონატეს წასვლა ოფიციალურად დადასტურდა. სპორტულ დირექტორ რიჩარდ ჰიუზსა და ფეხბურთელის აგენტებს შორის მოლაპარაკებები ხელფასის გამო ჩაიხსნა. 27 წლის ფრანგმა ლივერპულში 5 წელი გაატარა, მოიგო პრემიერ ლიგა, მისი ბოლო მატჩი კი ბრენტფორდთან ფრე (1:1) აღმოჩნდა.

მისი უფასოდ აყვანის შანსმა ევროპული გრანდები უკვე აამოქმედა. კონატეს კარიერის გაგრძელება ყველაზე მეტად ლა ლიგაში სურს, თუმცა მის მშობლიურ ქალაქში, პარიზში დაბრუნებაც რეალური ვარიანტია. პარალელურად, მცველი დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ეკიტიკე
საფრანგეთი
ლა ლიგა
კონატე
ლივერპული
პრემიერ ლიგა
სალაჰი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„ეს პლანეტის უდიდესი კლუბია“ - გორდონის პირველი სიტყვები ბარსაში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ეს პლანეტის უდიდესი კლუბია“ - გორდონის პირველი სიტყვები ბარსაში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როდის და სად ჩაივლის არსენალის საჩემპიონო ავტობუსი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როდის და სად ჩაივლის არსენალის საჩემპიონო ავტობუსი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას გეგმა - ოთხი ფეხბურთელი, რომელთა გაყიდვაც სურთ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას გეგმა - ოთხი ფეხბურთელი, რომელთა გაყიდვაც სურთ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის კლუბები, რომლებიც კვარას არშეძენას ნანობენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის კლუბები, რომლებიც კვარას არშეძენას ნანობენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

„ეს პლანეტის უდიდესი კლუბია“ - გორდონის პირველი სიტყვები ბარსაში

News image

3 სთ წინ

როდის და სად ჩაივლის არსენალის საჩემპიონო ავტობუსი?

News image

1 სთ წინ

ბარსელონას გეგმა - ოთხი ფეხბურთელი, რომელთა გაყიდვაც სურთ

News image

25 წთ წინ

პრემიერ ლიგის კლუბები, რომლებიც კვარას არშეძენას ნანობენ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება