მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჟოან გასპარი იმედოვნებს, რომ ვინისიუსი საუდის არაბეთში გადავა.
როგორც იწერება, აზიელები მზად არიან რეალის შემტევს 5-წლიან კონტრაქტში 1 მილიარდი ევრო შესთავაზონ, რეალს კი ბრაზილიელში 300 მილიონი ევრო გადაუხადონ.
„როგორც ბარსელონას ქომაგს, იმედი მაქვს, რომ ვინისიუსი საუდის არაბეთის შეთავაზებას დათანხმდება. მისი, როგორც მეტოქის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის წასვლა, ბლაუგრანასთვის უკეთესი იქნება.
ის ძალიან სწრაფია, შთამბეჭდავი დრიბლინგით. მართალია, საშინელი ხასიათი აქვს, მაგრამ ყოველთვის ძალიან მოტივირებულია." - აღნიშნა გასპარმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები