-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონამ რეალის გუშინდელი ფეხის დაცდენით ისარგებლა.
ლა ლიგის 22-ე ტურში კატალონიელებმა შინ ალავესს მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგეს და ლიდერ რეალთან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს.
მატჩის ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რომელმაც ბომბარდირთა დავაში კილიან მბაპე 3 გოლით ჩამოიტოვა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მე-14 წუთზე გავი მეტოქეს თავით შეეჯახა და შესაცვლელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი დაზიანების გამო პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს დამატებითი გამოკვლევებისთვის, თუმცა ესპანელი თავს კარგად გრძნობს და კონტაქტურია.
ბარსამ 45 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან ატლეტიკოს 3 ქულით ჩამორჩება, რეალს კი - ოთხით.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები