მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვოიცეხ შესნი და ბარსელონა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
34 წლის გოლკიპერს კატალონიურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება ამ სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
Marca-ს ინფორმაციით, ბარსას სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და შეთანხმებით ორივე მხარეა დაინტერესებული.
თავდაპირველად, კლუბი შესნისთვის 1-წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებდა, თუმცა ახლა განიხილება როგორც ორწლიანის, ისე 1+1 სისტემის შეთავაზების გაკეთებაც.
მიმდინარე სეზონში შესნიმ ბარსას მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა და მისი კარში ყოფნისას გუნდს ჯერ ერთი მატჩიც არ წაუგია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები