• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ბარსელონას ოფიციალური განცხადება როდრის ტრანსფერზე
ფეხბურთიფეხბურთი

ბარსელონას ოფიციალური განცხადება როდრის ტრანსფერზე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბარსელონამ და მანჩესტერ სიტიმ როდრის ტრანსფერზე შეთანხმებას ოფიციალურად მიაღწიეს.


,,ესპანელმა ნახევარმცველმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.


1996 წლის 22 ივნისს მადრიდში დაბადებული ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და თავის პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა.


იგი გამოირჩევა ტაქტიკური ინტელექტით, ბურთთან სიმშვიდით, ბურთის დაბრუნების უნარითა და გადაცემების სიზუსტით.


როდრიმ საფეხბურთო განათლება მადრიდის ატლეტიკოს აკადემიაში მიიღო, თუმცა განვითარება ვილიარეალში დაასრულა, სადაც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონშიც შედგა მისი დებიუტი.


შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ ატლეტიკომ იგი 2018 წელს უკან დაიბრუნა. დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ კი, 2019 წელს როდრი მანჩესტერ სიტიმ შეიძინა.


მანჩესტერ სიტიში მისმა სტაბილურობამ, თამაშის ტემპის კონტროლის უნარმა და ლიდერულმა თვისებებმა გუნდს არაერთი ტიტულის მოგებაში შეუწყო ხელი, მათ შორის რამდენიმე პრემიერ ლიგის, ინგლისის ასოციაციის თასისა და 2023 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგის.


სწორედ როდრიმ გაიტანა ფინალში გადამწყვეტი გოლი, რომელმაც კლუბს ისტორიაში პირველი ევროპული გვირგვინი მოუტანა.


როდრი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც. მან მოიგო ევრო 2024, რის შემდეგაც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა და იმავე წელს ოქროს ბურთიც მოიპოვა.


სულ ახლახან მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ესპანეთის მიერ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაშიც, სადაც ბარსელონას 8 ფეხბურთელთან ერთად იასპარეზა.


ტურნირზე ნაჩვენები შესანიშნავი თამაშისთვის როდრი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ოქროს ბურთით დაჯილდოვდა.


როდრის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე თამაშის წაკითხვის უნარია. მას შეუძლია მეტოქის მოქმედებების წინასწარ განსაზღვრა, ხშირად იბრუნებს ბურთს და მას განსაკუთრებული სიზუსტით ანაწილებს.


მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად დაცვით ფუნქციებს ასრულებს, როდრის შეტევაში ჩართვა და მნიშვნელოვანი გოლების გატანაც შეუძლია. იგი ასევე გამოირჩევა პროფესიონალიზმით, თავმდაბლობითა და შრომისმოყვარეობით." - წერია ბარსელონას ოფიციალურ განცხადებაში.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბარსელონა
როდრი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

17 აგვ, 2026

ოფიციალურად: ბარსელონამ აიაქსში ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

News image

10 სთ წინ

მადრიდელები როდრის ტრანსფერზე გაბრაზებას ვერ მალავენ

News image

10 სთ წინ

რა ბედი ელის გავის ბარსელონაში?

News image

3 სთ წინ

როდრი სიტის ამაღელვებლად ემშვიდობება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

ოფიციალურად: ბარსელონამ აიაქსში ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ბარსელონამ აიაქსში ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მადრიდელები როდრის ტრანსფერზე გაბრაზებას ვერ მალავენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მადრიდელები როდრის ტრანსფერზე გაბრაზებას ვერ მალავენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა ბედი ელის გავის ბარსელონაში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა ბედი ელის გავის ბარსელონაში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როდრი სიტის ამაღელვებლად ემშვიდობება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როდრი სიტის ამაღელვებლად ემშვიდობება
•ფეხბურთი

ფეხბურთი