ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბარსელონამ ერთ-ერთი იმედისმომცემი ტალანტი გაყიდა.
ახალგაზრდა მცველი ჟოფრე ტორენტსიკარიერას ამსტერდამის აიაქსში გააგრძელებს.
ბარსელონამ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა:
„ბარსელონა და აიაქსი მცველის, ხოფრე ტორენტსის ნიდერლანდურ კლუბში ტრანსფერზე შეთანხმდნენ. კლუბს სურს მადლიერება გამოხატოს ხოფრეს მიმართ იმ ერთგულების, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, რაც მან ამ წლების განმავლობაში ბლაუგრანას მაისურის დაცვისას გამოიჩინა. ვუსურვებთ მას წარმატებებს პროფესიული კარიერის ამ ახალ ეტაპზე.“