ცნობილი ინსაიდერის, მატეო მორეტოს განცხადებით, ბარსელონამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შესაძლოა მოულოდნელი და ფართო მასებისთვის ნაკლებად ცნობილი ტრანსფერი გააკეთოს.
კატალონიური კლუბი ახალი ცაცია მცველის ძიებაშია, რომელიც გუნდის დაცვის ხაზს გააძლიერებს.
მორეტოს თქმით, ეს ფეხბურთელი ესპანეთში არ თამაშობს და მისი სახელი ევროპული ფეხბურთის რიგითი გულშემატკივრებისთვის შესაძლოა უცხო იყოს, რადგან მოთამაშეს მხოლოდ ჭეშმარიტი ფეხბურთის ფანატები იცნობენ. ამ კრიტერიუმის გამო, აიმერიკ ლაპორტას კანდიდატურა ავტომატურად გამოირიცხა.
ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, რომელსაც კლუბი აქტიურად აკვირდება, ლაიფციგის 23 წლის მცველი კასტელო ლუკებაა. ჰანსი ფლიკი ფრანგი ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია, რადგან მისი მრავალფუნქციურობა - ცენტრალური მცველისა და მარცხენა მცველის პოზიციებზე თამაშის უნარი იდეალურად ერგება გუნდის ტაქტიკურ მოთხოვნებსა და ბალანსს.