მადრიდის ატლეტიკოსა და ბარსელონას ხელმძღვანელებს შორის ვითარება ძალიან იძაბება.
მონაკოში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა საკმაოდ დაძაბულ ატმოსფეროში ჩაივლის. ეს იქნება კლუბების წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ჟოან ლაპორტამ ხულიან ალვარესის ტრანსფერზე საჯაროდ ისაუბრა და კატალონიელების ინტერესი დაადასტურა.
ბარსელონამ არგენტინელი თავდამსხმელის სანაცვლოდ მადრიდულ კლუბს 100 მილიონი შესთავაზა, თუმცა ატლეტიკომ წინადადება ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე უარყო. მადრიდული კლუბისთვის ეს უკვე პრინციპის საკითხია. მათ მიაჩნიათ, რომ ამ სიტუაციამ კლუბს ეკონომიკური და სოციალური ზიანი მიყენა.
მონაკოს ღონისძიებაზე ატლეტიკოს პრეზიდენტი ენრიკე სერესო და გენერალური დირექტორი მიგელ ანხელ ჟილ მარინი წარადგენენ, ხოლო ბარსელონას მხრიდან ვიცე-პრეზიდენტი რაფი იუსტე იქნება.
ოფიციალურად მხარეები ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის წილისყრისთვის იკრიბებიან, თუმცა ალვარესის გარშემო შექმნილი სკანდალი შეხვედრას სულ სხვა დატვირთვას სძენს, მით უმეტეს, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროა, რაც მადრიდელებს სიტუაციის სრულ კონტროლს ანიჭებს.