• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ბარსელონას ტრავმების კრიზისი და ახალი შანსი ლა მასიას ტალანტისთვის
ფეხბურთიფეხბურთი

ბარსელონას ტრავმების კრიზისი და ახალი შანსი ლა მასიას ტალანტისთვის

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჰანსი ფლიკის ეპოქაში ბარსელონას მთავარ სავიზიტო ბარათად ახალგაზრდების ნდობა იქცა. სულ მალე კი შესაძლოა ლა მასიას კიდევ ერთ ტალანტს მიეცეს შანსი, პირველი გუნდის მაისურით თავი გამოიჩინოს.


კატალონიურ გრანდში ბოლო ერთი წლის განმავლობაში აკადემიის არაერთი აღზრდილი დაწინაურდა, მორიგი დებიუტი კი, სავარაუდოდ, ძალიან ახლოსაა. გამოცემა SPORT-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მცველი ალვარო კორტესი მზადყოფნაშია და შესაძლოა სევილიას წინააღმდეგ მოედანზე ვიხილოთ. ცენტრალური მცველი ბოლო დროს სისტემატურად ხვდება განაცხადში, მათ შორის ისეთი მატჩებისთვის, როგორიცაა ატლეტიკ ბილბაოსთან და ნიუკასლ იუნაიტედთან დაპირისპირებები.


დებიუტი კარსაა მომდგარი?


კორტესისთვის შანსის მიცემა დიდწილად ბარსელონაში არსებულმა საკადრო პრობლემებმა დააჩქარა. სეზონის ამ გადამწყვეტ ეტაპზე დაცვის ხაზში ტრავმების ეპიდემიაა, რამაც ჰანსი ფლიკს არჩევანი მნიშვნელოვნად შეუზღუდა. კუნდესა და ბალდეს დაზიანებებს კრისტენსენის არყოფნაც დაემატა, რის გამოც გერმანელი სპეციალისტი იძულებულია გამოსავალი ისევ ლა მასიაში ეძებოს.

ალვარო კორტესი აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლება. ის ფიზიკურად ძლიერია, კარგად თამაშობს მარცხენა ფეხით და ბურთის ფლობისას აუღელვებლობით გამოირჩევა.


თუ კორტესი მოედანზე გამოჩნდება, ის ფლიკის ხელში მეათე დებიუტანტი გახდება. გერმანელი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ, აკადემიის უკვე ცხრა წევრს ჰქონდა პირველ გუნდში დებიუტი. სულ ცოტა ხნის წინ ოცნება ჩავი ესპარტს აუხდა, რომელმაც ნიუკასლთან ითამაშა, ახლა კი ყურადღების ცენტრში კორტესია.

ახალგაზრდა მცველი უკვე დიდი ხანია პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და აშკარაა, რომ შემდეგი ნაბიჯისთვის მზადაა. გადაწყვეტს თუ არა ფლიკი მისთვის წუთების მიცემას სევილიასთან მატჩში, ამას მალე გავიგებთ, თუმცა რეალური შანსი ნამდვილად არსებობს.

გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

ჰანსი ფლიკი
ბარსელონა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბარსელონას კაპიტანი საკუთარი თავის აჩრდილია: რა სჭირს რაფინიას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას კაპიტანი საკუთარი თავის აჩრდილია: რა სჭირს რაფინიას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა: „გააკეთა ულამაზესად მოთამაშე ბარსელონამ 1000 პასი ნიუკასლთან? ვერა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა: „გააკეთა ულამაზესად მოთამაშე ბარსელონამ 1000 პასი ნიუკასლთან? ვერა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფაბრიციო რომანო რაშფორდის ტრანსფერზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფაბრიციო რომანო რაშფორდის ტრანსფერზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ელ კლასიკოს მიღმა: რომელი საფეხბურთო დერბები დგას რეალისა და ბარსელონას გვერდით?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ელ კლასიკოს მიღმა: რომელი საფეხბურთო დერბები დგას რეალისა და ბარსელონას გვერდით?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

ბარსელონას კაპიტანი საკუთარი თავის აჩრდილია: რა სჭირს რაფინიას?

News image

4 სთ წინ

არტეტა: „გააკეთა ულამაზესად მოთამაშე ბარსელონამ 1000 პასი ნიუკასლთან? ვერა"

News image

1 სთ წინ

ფაბრიციო რომანო რაშფორდის ტრანსფერზე

News image

1 სთ წინ

ელ კლასიკოს მიღმა: რომელი საფეხბურთო დერბები დგას რეალისა და ბარსელონას გვერდით?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება