• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ფაბრიციო რომანო რაშფორდის ტრანსფერზე
ფეხბურთიფეხბურთი

ფაბრიციო რომანო რაშფორდის ტრანსფერზე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მარკუს რაშფორდი, შესაძლოა, მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდეს, თუ სეზონის ფინალურ ეტაპზე საკუთარ თამაშს არ გააუმჯობესებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბარსელონა მის ალტერნატივად ჩელსის ვარსკვლავის, პედრო ნეტუს კანდიდატურასაც განიხილავს.


წითელმა ეშმაკებმა რაშფორდი გასულ ზაფხულს ლა ლიგის გრანდში იჯარით გაუშვეს. ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებასაც ითვალისწინებს, რაც კატალონიელებს ზაფხულში 30 მილიონი ევრო (26 მლნ ფუნტი) დაუჯდებათ. მანჩესტერ იუნაიტედის აკადემიის აღზრდილმა ბარსელონაში წასვლამდე ექვსი თვე იჯარით ასტონ ვილაში გაატარა, რისი მიზეზიც რუბენ ამორიმთან კონფლიქტი გახდა (ეს უკანასკნელი მიმდინარე სეზონში გუნდიდან უკვე დაითხოვეს).

ბარსელონას ბანაკში ჩნდება ეჭვები, შეძლებს თუ არა კლუბი რაშფორდის გამოსყიდვასა და მისი მაღალი ხელფასის დაფარვას სხვა ტრანსფერების პარალელურად. ესპანური გამოცემა Mundo Deportivo წერს, რომ ბლაუგრანას სიაში ჩელსის შემტევი პედრო ნეტუც გამოჩნდა. კატალონიელებს ნეტუს უნივერსალურობა ხიბლავთ. პორტუგალიელმა ლონდონელთა მაისურით მიმდინარე სეზონში 48 მატჩში 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება რაშფორდს, სტატისტიკურად ის კარგ სეზონს ატარებს, თუმცა კლუბი მისგან გადამწყვეტ შეხვედრებში მეტს ელის. კატალონიელებს ჯერ საბოლოო ნაბიჯი არ გადაუდგამთ და ინგლისელმა ფორვარდმა თავისი ადგილი სეზონის დარჩენილ ნაწილში უნდა დაიმსახუროს.

მიუხედავად ამისა, ფაბრიციო რომანო ამტკიცებს, რომ ფეხბურთელსა და ბარსელონას შორის პირადი კონტრაქტის დეტალები თითქმის შეთანხმებულია. მანჩესტერ იუნაიტედში კი ამ საკითხზე სიმშვიდეს ინარჩუნებენ.


რაშფორდის თაობაზე სიტუაცია ასეთია: მასსა და ბარსელონას შორის პირადი შეთანხმება თითქმის მიღწეულია. თუმცა, კლუბებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ბარსელონაში დაგეგმილი არჩევნების გამო ჯერ არ დაწყებულა. მანჩესტერ იუნაიტედის პოზიცია მკაფიოა: ან ბარსელონა იხდის 30 მილიონს, ან ფეხბურთელი ოლდ ტრაფორდზე ბრუნდება და კლუბი მას სხვა მსურველზე გაყიდის. იუნაიტედი მოლაპარაკებებსა და თანხის დაკლებას არ აპირებს
გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

ბარსელონა
მანჩესტერი
რაშფორდი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვიქტორ ფონტი: „ორშაბათიდან ბარსელონას ისტორია შეიცვლება — კლუბი აღარასდროს გაწყვეტს კავშირს ლეგენდებთან"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიქტორ ფონტი: „ორშაბათიდან ბარსელონას ისტორია შეიცვლება — კლუბი აღარასდროს გაწყვეტს კავშირს ლეგენდებთან"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას ტრავმების კრიზისი და ახალი შანსი ლა მასიას ტალანტისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას ტრავმების კრიზისი და ახალი შანსი ლა მასიას ტალანტისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას კაპიტანი საკუთარი თავის აჩრდილია: რა სჭირს რაფინიას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას კაპიტანი საკუთარი თავის აჩრდილია: რა სჭირს რაფინიას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ელ კლასიკოს მიღმა: რომელი საფეხბურთო დერბები დგას რეალისა და ბარსელონას გვერდით?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ელ კლასიკოს მიღმა: რომელი საფეხბურთო დერბები დგას რეალისა და ბარსელონას გვერდით?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 წთ წინ

ვიქტორ ფონტი: „ორშაბათიდან ბარსელონას ისტორია შეიცვლება — კლუბი აღარასდროს გაწყვეტს კავშირს ლეგენდებთან"

News image

3 სთ წინ

ბარსელონას ტრავმების კრიზისი და ახალი შანსი ლა მასიას ტალანტისთვის

News image

3 სთ წინ

ბარსელონას კაპიტანი საკუთარი თავის აჩრდილია: რა სჭირს რაფინიას?

News image

2 სთ წინ

ელ კლასიკოს მიღმა: რომელი საფეხბურთო დერბები დგას რეალისა და ბარსელონას გვერდით?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება