მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალს ჯუდ ბელინგემის აპელაციაზე უარი უთხრეს.
სამეფო კლუბმა ინგლისელის 2-მატჩიანი ბანი გაასაჩივრა, რომელიც ფეხბურთელს ოსასუნასთან მატჩში მსაჯის შეურაცხყოფისთვის მიღებული წითელი ბარათისთვის მიუსაჯეს.
თუმცა, კომიტეტმა განხილვის შემდეგ ბელინგემის დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ჟირონასთან საშინაო და ბეტისთან გასვლით მატჩებს გამოტოვებს.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჯუდი რეალს ასევე დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩშიც, რომელშიც მადრიდელები თანაქალაქელ ატლეტიკოს უმასპინძლებენ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები