კარიმ ბენზემასთვის სულერთია, შეძლებს თუ არა რონალდუს დაწევას საუდის ლიგის საუკეთესო ბომბარდირობისთვის ბრძოლაში.
ამჟამად ალ იტიჰადის ფრანგი ფორვარდი 18 გოლით დავაში მე-4 ადგილს იკავებს, ლიდერი კი რონალდუა 23 გოლით.
ბოლო მატჩის შემდეგ ბენზემას ჰკითხეს, რას ფიქრობს რონალდუს დაწევის შანსებზე:
„ჩემთვის სულერთია მეგობარო. მთავარი ტიტულია." - აღნიშნა ბენზემამ.
ამჟამად ალ იტიჰადი საუდის ლიგას ლიდერობს და უახლოეს მდევარ ალ ჰილალს 6 ქულით უსწრებს ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე.