კარიმ ბენზემას მომავლის გადასაწყვეტად შეხვედრები გაიმართება.
ფეხბურთელი ალ იტიჰადის განკარგულებაში შვებულებიდან 17 დღის დაგვიანებით გამოჩნდა, რამაც კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი განრისხებაში მოიყვანა.
მიუხედავად ამისა, საუდელებს ბენზემას დაკარგვა არ სურთ და გამოსავალს ეძებენ. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არაა გამორიცხული, ბენზემა საუდის არაბეთის სხვა კლუბში მაინც გადავიდეს.
ევროპაში დაბრუნება ამ ეტაპზე რთული განსახორციელებელია და შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ კარიმი თავად დათანხმდება ხელფასის დაკლებას.
ფეხბურთელის დაბრუნების საკითხი მისთვის მშობლიურმა ლიონმაც მოიკითხა, თუმცა ამის განხორციელება ფინანსურად ძალიან რთული იქნება.