ბერნარდუ რეალის ფეხბურთელი გახდა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პორტუგალიელმა ნახევარმცველმა რეალთან კონტრაქტს ხელი დღეს ოფიციალურად მოაწერა.
შეთანხმება გასულ კვირას დაიხურა, დღეს კი მხარეებმა ყველაფერი საბოლოოდ დაასაბუთეს.
ბერნარდუ რეალთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მესამე წლით გახანგრძლივება კი მის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
ფეხბურთელის სანტიაგო ბერნაბეუზე ხილვა რეალის ახალ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს სურდა.