მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდა.
ბარსელონამ მისი 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვა არ ისურვა და ინგლისელი წითელი ეშმაკების განკარგულებაში დაბრუნდა.
როგორც გამოცემა The Athletic წერს, ფეხბურთელის გამოსყიდვა 40 მილიონ ფუნტად ნებისმიერ კლუბს შეუძლია, ლივერპულისა და მან სიტის გარდა.
გაფორმებულ კონტრაქტში იუნაიტედმა სწორედ ეს ორი კლუბი ჩაწერა, რათა საკუთარი აღზრდილი მთავარ კონკურენტთან არ გადასულიყო.
ბარსელონაში ფეხბურთელის დაბრუნება გამორიცხული ჯერაც არ არის, თუმცა კატალონიელებს კვლავ იჯარით სურთ რაშფორდის აყვანა, მანჩესტერი კი მხოლოდ გაყიდვას განიხილავს.