ბარსელონას ლეგენდამ, ჟერარ პიკემ, მარკ კუკურელია გააკრიტიკა.
როგორც იცით, ბარსას აღზრდილი მცველი ჩელსიდან მადრიდის რეალში გუშინ ოფიციალურად გადავიდა, რამაც კატალონიურ მხარეში უკმაყოფილება გამოიწვია.
„კუკურელია ლა მასიადან არის წამოსული. ბარსას მაისურს ბავშვობიდან ატარებდა, ისწავლა კლუბის ღირებულებები.
ამიტომაც არის ეს უფრო მტკივნეული. ფეხბურთელი, რომელიც ლა მასიადან მოდის, სხვაზე უკეთ იცნობს ამ დაპირისპირებას.
ნებისმიერს აქვს უფლება საკუთარი არჩევანი გააკეთოს, თუმცა ნამდვილი კულე არ ივიწყებს თავის წარმომავლობას." - ციტირებს პიკეს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.