როგორც იცით, ბარსას აღზრდილი მცველი მარკ კუკურელია რეალში ოფიციალურად გადავიდა.
მადრიდის რეალმა ლონდონის ჩელსის ესპანელის სანაცვლოდ 55+5 მილიონი ევრო გადაუხადა.
საინტერესოა, რომ ამ ტრანსფერიდან გარკვეულ თანხას ბარსელონაც მიიღებს.
Mundo Deportivo იტყობინება, რომ ბარსელონას კუკურელიას აღზრდისთვის სოლიდარობის გადასახადის მიღების უფლება აქვს, ვინაიდან მცველი კატალონიური კლუბის აღზრდილია. ფიფას სოლიდარობის მექანიზმის მიხედვით, სატრანსფერო თანხის 5% პროპორციულად ნაწილდება ყველა იმ კლუბს შორის, რომელთა სისტემაშიც ფეხბურთელი 12-დან 23 წლამდე ასაკში იმყოფებოდა. 12-დან 15 წლამდე ეს პროცენტი წელიწადში სატრანსფერო თანხის 0.25%-ს შეადგენს, ხოლო 16-დან 23 წლამდე იგი 0.5%-მდე იზრდება.
ამგვარად, სატრანსფერო თანხიდან გამომდინენიარე, ბარსელონა გარანტირებულად მიიღებს 1.35 მლნ ევროს, ხოლო ბონუსების პირობების შესრულების შემთხვევაში ეს თანხა შესაძლოა გაიზარდოს. გარდა ამისა, კუკურელიას რეალში გადასვლისთვის 550 000 ევრო უნდა მიიღოს ხეტაფემ, ხოლო 275 000-275 000 ევრო – ესპანიოლმა და ბრაიტონმა.