ბარსელონამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
,,ბარსელონა აცხადებს, რომ დღეს, სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით გათვალისწინებული ცილისწამების დანაშაულთან დაკავშირებით, სასამართლოში საჩივრის მოთხოვნა შეიტანა მადრიდის რეალის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის წინააღმდეგ.
აღნიშნული ნაბიჯი უკავშირდება პერესის მიერ 12 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე და მომდევნო დღეს ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს.
მოთხოვნის მიზანია, რომ ფლორენტინო პერესმა უარყოს გარკვეული განცხადებები, რომლებიც მან მათი სიცრუის ცოდნით გააკეთა და რომლებიც ცილისმწამებლური ხასიათისაა, ასევე ზიანს აყენებს კლუბის იმიჯსა და რეპუტაციას.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნა სათანადოდ არ დაკმაყოფილდება, ბარსელონა შესაბამისი სისხლის სამართლის სარჩელის შეტანას გააგრძელებს." - წერია კატალონიური კლუბის განცხადებაში.