ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო რეალის მწვრთნელია!
ფეხბურთიფეხბურთი

ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო რეალის მწვრთნელია!

11 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალმა ჟოზე მოურინიოს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნვა დაადასტურა.


ოფიციალურ განცხადებაში სამეფო კლუბი აღნიშნავს: „მადრიდის რეალის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დანიშნოს ჟოზე მოურინიო პირველი გუნდის მწვრთნელად მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში, 2029 წლის 30 ივნისამდე“.

63 წლის მოურინიო ესპანურ კლუბს ბენფიკაში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ უბრუნდება. პორტუგალიურმა კლუბმა ოთხშაბათს დაადასტურა, რომ მადრიდელები მზად იყვნენ 15 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია გადაეხადათ მისი კონტრაქტის გასაწყვეტად.

რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, მოურინიოს დაბრუნება თავის ერთ-ერთ მთავარ საარჩევნო დაპირებად აქცია, რაც კლუბის წევრების კენჭისყრაში გასულ შაბათ-კვირას გამარჯვებაში დაეხმარა.

მოურინიო მადრიდში ბრუნდება დავალებით, რომ გუნდს წარმატება დაუბრუნოს მას შემდეგ, რაც რეალმა ორი სეზონი ტიტულების გარეშე გაატარა კარლო ანჩელოტის, ხაბი ალონსოსა და ალვარო არბელოას ხელმძღვანელობით.

პორტუგალიელი სპეციალისტი რეალს 2010-დან 2013 წლამდე წვრთნიდა, რა დროსაც მან მოიგო ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი. ასევე იგი სამჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. სანტიაგო ბერნაბეუს დატოვების შემდეგ ჟოზე წვრთნიდა ჩელსის, მანჩესტერ იუნაიტედს, ტოტენჰემს, რომას, ფენერბაჰჩესა და ბენფიკას.

მოურინიოს ბოლო ტიტული ოთხი წლის წინ მოპოვებული უეფას კონფერენს ლიგაა რომასთან ერთად, ხოლო ბოლო საჩემპიონო ტიტული კი 2015 წლის პრემიერ ლიგაა ჩელსისთან. ბენფიკაში მან გასული სეზონი დაუმარცხებლად ჩაამთავრა პორტუგალიის ლიგაში, თუმცა ეს შედეგი მხოლოდ მესამე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი პორტუსა და სპორტინგის შემდეგ. გარდა ამისა, მისი ბენფიკა ჩემპიონთა ლიგიდან სწორედ რეალმა გამოთიშა პლეი-ოფის ეტაპზე.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ბენფიკა
ფლორენტინო პერესი
ლა ლიგა
ჟოზე მოურინიო
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

შეთანხმება შედგა - პორტუგალიელი ტალანტი პრემიერ ლიგაში მიდის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება შედგა - პორტუგალიელი ტალანტი პრემიერ ლიგაში მიდის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დიომანდე და რეალი - რა სიტუაციაა ტრანსფერთან დაკავშირებით?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დიომანდე და რეალი - რა სიტუაციაა ტრანსფერთან დაკავშირებით?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია - ტრანსფერი მზადდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია - ტრანსფერი მზადდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი თუ მბაპე - ვინ აჯობა 2025/26 წლების სეზონში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი თუ მბაპე - ვინ აჯობა 2025/26 წლების სეზონში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 სთ წინ

შეთანხმება შედგა - პორტუგალიელი ტალანტი პრემიერ ლიგაში მიდის

News image

1 სთ წინ

დიომანდე და რეალი - რა სიტუაციაა ტრანსფერთან დაკავშირებით?

News image

30 წთ წინ

რეალის საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია - ტრანსფერი მზადდება

News image

1 წუთზე ნაკლები ხნის წინ

მესი თუ მბაპე - ვინ აჯობა 2025/26 წლების სეზონში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება