გერმანული Sky Sport იან დიომანდეს მადრიდის რეალში ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ლაიფციგს რეალი“ ბოლო შეთავაზებაზე ჯერ პასუხი არ გაუცია. შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოლაპარაკებები პრაქტიკულად შეჩერდა, რამაც მადრიდში გარკვეული გაოცებაც გამოიწვია.
თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, ლაიფციგის ამჟამინდელი გეგმაა, რომ იან დიომანდე შაბათს გუნდთან ერთად ავსტრიაში საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავროს.
ფეხბურთელი ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია, თუმცა თავად იმედოვნებს, რომ გამგზავრება აღარ მოუწევს. საბოლოო გადაწყვეტილება შაბათ დილით იქნება მიღებული.
დიომანდეს მკაფიო სურვილია, რომ თუ ავსტრიაში გამგზავრება მაინც მოუწევს, გუნდთან სრულფასოვან ვარჯიშებში მონაწილეობა არ მიიღოს.
მას რეალში გადასვლა სურს, გონებრივად უკვე დაემშვიდობა ლაიფციგს და იმედოვნებს, რომ კლუბები უახლოეს პერიოდში შეთანხმებას მიაღწევენ. ტრანსფერი კვლავ ძალაშია, ხოლო წინ გადამწყვეტი უქმეები არის.
ფაბრიციო რომანო კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ აცხადებს:
„ვრჩები ჩემს ინფორმაციაზე, იან დიომანდეს ტრანსფერთან დაკავშირებით ყველაფერი თითქმის ერთი კვირის წინ შეთანხმდა.
ყველა ძალიან მშვიდად ელოდება, როდის მისცემს ლაიფციგი დიომანდეს გამგზავრებისა და სამედიცინო შემოწმების გავლის ნებართვას.
ყველაფერს სწორ დროს მოგიყვებით.“ - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.