მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი ვინისიუს ჟუნიორს ახალ, გაუმჯობესებულ ფინანსურ პირობებს აღარ შესთავაზებს.
მოლაპარაკებები დიდი ხანია ჩიხშია შესული, ბრაზილიელ ვარსკვლავს კი მოქმედი ხელშეკრულების ამოწურვამდე მხოლოდ ერთი წელი რჩება.
სამეფო კლუბის პოზიცია მკაცრია. ფეხბურთელმა ან არსებულ შეთავაზებაზე უნდა მოაწეროს ხელი, ან სხვა გუნდში გადასვლა მოითხოვოს. შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება ლონდონის არსენალი. ინგლისური კლუბი ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობას სწავლობს, თუმცა მოთამაშის გარემოცვასთან ოფიციალური კონტაქტი ჯერ არ შემდგარა.
ვინისიუსისთვის გასული სეზონი, ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით, საკმაოდ იმედგაცრუებული გამოდგა. გუნდმა წელი მნიშვნელოვანი ტიტულების გარეშე დაასრულა, ახლა კი რეალი სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელების დამატებას განაგრძობს, რაც ბრაზილიელის მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.