მილანი და ნაპოლი ფრანკო მასტანტუონოს ტრანსფერით ინტერესდებიან.
Marca-ს ინფორმაციით, 18 წლის არგენტინელ ნახევარმცველს სერია A-ში სამი ვარიანტი აქვს: მილანი, ნაპოლი და ფიორენტინა (რომელმაც რეალთან კონტაქტი უკვე დაამყარა).
გადაწყვეტილების მიღებისას საკვანძო ფაქტორი ის როლი იქნება, რასაც იტალიური კლუბები ახალგაზრდა ფეხბურთელს შესთავაზებენ.
მადრიდელებს სურთ, რომ მასტანტუონომ იჯარის პერიოდში აუცილებლად „ათიანის“ პოზიციაზე ითამაშოს.
რეალში დარწმუნებულები არიან, რომ ფრანკომ კარიერა ევროპაში უნდა გააგრძელოს, რის გამოც რივერ პლეიტში მისი შესაძლო დაბრუნება სრულად გამორიცხულია.