მიუნხენის ბაიერნის საპატიო პრეზიდენტი, ული ჰენესი მაიკლ ოლისეს მადრიდის რეალში შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ჭორებს იუმორით გამოეხმაურა.
მანამდე იწერებოდა, რომ ფრანგი გარემარბით რეალი და პსჟ იყვნენ დაინტერესებულები. ოლისეს ბაიერნთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.
„აქ საშიში არაფერია! ამ ჭორებზე ჩაბჟირებამდე ვიცინე.
ჩავიხედე და ვნახე, რამდენი დარჩა მის კონტრაქტს - კიდევ სამი წელი. ჩემთვის ეს საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას.
ახლა რომ მოვიდეს, ჩინეთის იმპერატორსაც კი არ დაველაპარაკებოდით“, - განაცხადა ჰენესმა.