მადრიდის რეალი მორიგი ტრანსფერის ჩახურვასთან არის ახლოს.
როგორც ავტორიტეტული წყაროები, მათ შორის - Marca, ფაბრიციო რომანო და სხვები იტყობინებიან, რეალმა ლევანტეს 21 წლის ცენტრფორვარდის, კარლოს ესპის შეძენა გადაწყვიტა.
194 სანტიმეტრი სიმაღლის ფორვარდის შეძენა პირადად ჟოზე მოურინიოს მოთხოვნაა, რომელსაც გუნდში სუფთა ტიპის „ცხრიანის" ყოლა სურდა. თუმცა, ამ ტრანსფერის განსახორციელებლად რეალს რომელიმე შემტევი უნდა გაეყიდა, რაც სწორედ დღეს გააკეთა, როცა გონსალო გარსია 40+ მილიონ ევროდ ფულემში გაუშვა.
კარლოს ესპის ლევანტედან გამოსასყიდი თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს და მის გადახდას ინგლისური ბრაიტონი აპირებდა. თითქოს, ტრანსფერი შეთანხმებულიც იყო, თუმცა ბოლო მომენტში საქმეში რეალი ჩაერთო, რის შემდეგაც ესპანელმა პრემიერ ლიგელებთან ყველანაირი მოლაპარაკებები შეაჩერა და სანტიაგო ბერნაბეუზე გადაბარგებას აუნთო მწვანე.
ლა ლიგის 25 მატჩში ესპიმ 11 გოლის გატანა მოახერხა, რითაც სხვადასხვა კლუბების და როგორც აღმოჩნდა, მათ შორის მადრიდის რეალის ყურადღებაც მიიპყრო.
თუ მოულოდნელი არაფერი მოხდა, რეალი ტრანსფერს უახლოეს პერიოდში დახურავს, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინაროებს, თუმცა ლევანტე თანხის შემცირებაზე თანახმა არაა და მხოლოდ ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხაზე მიუთითებს.