• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
შეთანხმება შედგა - პორტუგალიელი ტალანტი პრემიერ ლიგაში მიდის
ფეხბურთიფეხბურთი

შეთანხმება შედგა - პორტუგალიელი ტალანტი პრემიერ ლიგაში მიდის

31 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ანტონიო სილვას ბორნმუთში ტრანსფერი შეთანხმებულია და კლუბებს შორის ყველა დოკუმენტი უკვე გაფორმებულია.


ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონი ევრო იქნება, რასაც 5 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. ბენფიკამ 22 წლის ცენტრალურ მცველს უკვე მისცა ნებართვა, გაემგზავროს ინგლისში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.


სილვას ბენფიკასთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. ის ამ შაბათ-კვირას სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ოფიციალურად შეუერთდება პრემიერ ლიგის კლუბს.


პორტუგალიელი მცველი ბორნმუთს მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებასაც შესძენს, მის ანგარიშზეა ჩემპიონთა ლიგის 29 მატჩი და ევროპა ლიგის 6 შეხვედრა.


გარდა ამისა, კარიერის განმავლობაში მან ბენფიკასთან ერთად 4 ტიტული მოიგო, ხოლო 2025 წელს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.


სილვამ ბენფიკას აკადემია გაიარა და პირველ გუნდში 2022 წელს დაწინაურდა. მას შემდეგ ლისაბონური კლუბის მაისურით 181 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.


გასულ სეზონში, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, სილვამ ყველა ტურნირზე 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ბენფიკა პორტუგალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა.


პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში სილვას 20 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი დებიუტი 2022 წელს შედგა. ის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის განაცხადშიც იყო, თუმცა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად ვერ გაემგზავრა.


ამ ზაფხულს ბორნმუთი ცენტრალურ მცველ მარკოს სენესის დაემშვიდობა, რომელმაც კონტრაქტის დასრულების შემდეგ ტოტენჰემს მიაშურა.


თუ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება, ანტონიო სილვა ბორნმუთის მეორე ზაფხულის შენაძენი იქნება. პირველი ახალწვეული თავდამსხმელი ალვარო როდრიგესი გახდა, რომელიც კლუბს მიმდინარე თვეში ელჩედან შეუერთდა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბენფიკა
ბორნმუთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მოურინიო: "მე მაინც პრესტიანის მხარეს ვიქნებოდი"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიო: "მე მაინც პრესტიანის მხარეს ვიქნებოდი"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის პირველი ტურის ყველა თამაშის პროგნოზი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის პირველი ტურის ყველა თამაშის პროგნოზი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სუპერკომპიუტერის პროგნოზი - ვინ მოიგებს პრემიერ ლიგას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სუპერკომპიუტერის პროგნოზი - ვინ მოიგებს პრემიერ ლიგას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მანჩესტერ სიტის ქამბექი და მარესკას პირველი 3 ქულა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მანჩესტერ სიტის ქამბექი და მარესკას პირველი 3 ქულა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

19 აგვ, 2026

მოურინიო: "მე მაინც პრესტიანის მხარეს ვიქნებოდი"

News image

21 აგვ, 2026

პრემიერ ლიგის პირველი ტურის ყველა თამაშის პროგნოზი

News image

22 აგვ, 2026

სუპერკომპიუტერის პროგნოზი - ვინ მოიგებს პრემიერ ლიგას?

News image

23 აგვ, 2026

VIDEO: მანჩესტერ სიტის ქამბექი და მარესკას პირველი 3 ქულა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება