• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ბერნარდუ სილვა რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა
ფეხბურთიფეხბურთი

ბერნარდუ სილვა რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

11 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბერნარდუ სილვა ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ კონატესა და დუმფრისის შემდეგ მადრიდის რეალის ამ სეზონის მე-3 ახალწვეული გახდეს.


კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები ძალიან წინ არის წასული და ორივე მხარის მიზანია, ტრანსფერი პორტუგალიის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩამდე, რომელიც 17 ივნისს გაიმართება, საბოლოოდ დაიხუროს.


ბერნარდუ სილვა ჟოზე მოურინიოს პირადი მოთხოვნაა და ასევე იმ თავისუფალი აგენტების პოლიტიკას ერგება, რომელსაც რეალი ბოლო წლებში წარმატებით იყენებდა, როდესაც გუნდში დავიდ ალაბა და ანტონიო რუდიგერი მიიყვანა.


მანჩესტერ სიტიში წარმატებული ეპოქის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელის ასაკი, 31 წელი, ამჯერად დაბრკოლებად არ ქცეულა და ბერნარდუ მადრიდული კლუბის ფეხბურთელად გახდომასთან ძალიან ახლოსაა.


ბოლო 15 დღის განმავლობაში ბერნარდუს ბარსელონასა და მადრიდის ატლეტიკოს შეთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა სამეფო კლუბის სწრაფმა და გადამწყვეტმა ნაბიჯებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა და ახლა ფეხბურთელი უფრო მეტად სანტიაგო ბერნაბეუზე გადასვლისკენ იხრება.


პრემიერ ლიგაში 9 წლის გატარების შემდეგ, ბერნარდუ სილვას სახლთან უფრო ახლოს ყოფნა სურდა და ამ მხრივ მადრიდი მისთვის იდეალური ვარიანტია.


ამ ტრანსფერით, რომლის ოფიციალურად გაფორმებაც უკვე ძალიან ახლოსაა, რეალი შემოქმედებითი ტიპის ნახევარმცველს დაიმატებს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეუძლია მაღალი დონის თამაში აჩვენოს - სწორედ ისეთი ფეხბურთელი, როგორსაც მოურინიო მადრიდში თავისი პირველი სეზონისთვის ეძებს.


პორტუგალიელმა სპეციალისტმა იცის, რომ კლუბი ზედიზედ მეორე უტიტულო სეზონს ვერ დაუშვებს, ამიტომაც აქცენტს გამოცდილ ფეხბურთელებზე აკეთებს.


თუ ტრანსფერი დასრულდება, ბერნარდუ სილვა კვლავ ერთ გუნდში ითამაშებს კილიან მბაპესთან, რომელთანაც ერთად მონაკოში 2016-2017 წლების სეზონში ასპარეზობდა.


ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო რეალის მწვრთნელია!

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბერნარდუ სილვა
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფაბრიციო შეცდა? დიომანდე რეალში ჯერ არ არის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფაბრიციო შეცდა? დიომანდე რეალში ჯერ არ არის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ აიძულებდნენ რეალის ყოფილ კაპიტანს კარიერის დასრულებას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ აიძულებდნენ რეალის ყოფილ კაპიტანს კარიერის დასრულებას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა რეკორდის მოხსნას აანონსებს მადრიდის რეალი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა რეკორდის მოხსნას აანონსებს მადრიდის რეალი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალის ფეხბურთელები ვინიზე: "მსოფლიოში საუკეთესოა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალის ფეხბურთელები ვინიზე: "მსოფლიოში საუკეთესოა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

12 სთ წინ

ფაბრიციო შეცდა? დიომანდე რეალში ჯერ არ არის

News image

10 სთ წინ

რატომ აიძულებდნენ რეალის ყოფილ კაპიტანს კარიერის დასრულებას?

News image

9 სთ წინ

რა რეკორდის მოხსნას აანონსებს მადრიდის რეალი?

News image

8 სთ წინ

არსენალის ფეხბურთელები ვინიზე: "მსოფლიოში საუკეთესოა"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება