ლონდონის არსენალი მადრიდის რეალის ვარსკვლავის, ვინისიუს ირგვლივ შექმნილ ვითარებას აკვირდება.
ბრაზილიელ ფეხბურთელს სანტიაგო ბერნაბეუზე მიმდინარე კონტრაქტიდან სულ რაღაც 12 თვე რჩება და ახალ შეთანხმებაზე მხარეებს შორის ჯერჯერობით არაფერი მიღწეულა. მეთოფეები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში უზარმაზარი ფინანსური პაკეტი გამოყონ და ვინისიუსი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქციონ.
ლონდონური კლუბის ფეხბურთელები ამ შესაძლო ტრანსფერით აღფრთოვანებულები არიან. კაპიტანმა მარტინ ოდეგორმა ერთ-ერთ ინტერვიუში ღიად ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი შემტევი მისი ოცნების შენაძენი იქნებოდა:
მე უბრალოდ ვთქვი, რომ ვინი მსოფლიოში საუკეთესოა, ასე რომ, მისი დამატება სრულიად ბუნებრივი ნაბიჯია.
მსგავსი პოზიცია აქვთ ვინისიუსის თანამემამულეებსა და თანაგუნდელებსაც. როდესაც ბრაზილიელმა 2024 წლის ოქროს ბურთი დაკარგა, გაბრიელმა სოციალურ ქსელში ოქროს მედლის ემოჯით დაწერა: "Melhor do mundo!!! (მსოფლიოში საუკეთესო!!!)"
თავის მხრივ, გაბრიელ მარტინელიმაც აღიარა, რომ მასთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში თამაში დიდი პატივია:
დიდი სიამაყეა ვინისიუსთან ერთად თამაში, ყოველ დღე მის გვერდით ყოფნა... ჩემი აზრით, ის იმსახურებს ოქროს ბურთის მოგებას.
მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი რთული და ამბიციური მიზანია, არსენალი მზად არის იმოქმედოს, თუ ფეხბურთელის მხრიდან რაიმე მინიშნება გაჩნდება.