ჩაბი ალონსომ ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი გაიმარჯვა.
შეხვედრა უკიდურესად დრამატული და გოლებით მდიდარი გამოდგა. ინგლისელებმა ავსტრალიურ ვესტერნ სიდნი ვონდერერსთან მატჩში 6:4 იმარჯვეს, შეხვედრის მთავარი გმირი კი ჟოაო პედრო გახდა, რომელმაც მატჩის მიწურულს ბრწყინვალე ჰეთ-თრიქი შეასრულა და გუნდი მარცხისგან იხსნა.
მატჩი ძალიან ცოცხლად დაიწყო. ჩელსიმ ანგარიში ახალგაზრდა დებიუტანტის, დასტან სატპაევის ზუსტი დარტყმით გახსნა, თუმცა ავსტრალიურმა კლუბმა მალევე უპასუხა და ორი სწრაფი გოლი გაიტანა.
პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა მას შემდეგ, რაც დარიო ესუგომ კარგად გათამაშებული კომბინაცია გოლით დაასრულა და ტაბლოზე 2:2 დააფიქსირა.
მეორე ტაიმში დაცვაში არსებული პრობლემების გამო ჩელსიმ კიდევ რამდენიმე გოლი გაუშვა. დილან სკიპულუმ და ავან ლუალმა მასპინძლები წინ გაიყვანეს და ლონდონელები წაგების პირას მიიყვანეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სიტუაცია ჟოაო პედრომ განმუხტა.
ბრაზილიელმა ფორვარდმა შეხვედრის მიწურულს ზედიზედ სამი გოლი გაიტანა და ჩაბი ალონსოს დებიუტშივე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. ჩელსი წინასასეზონო მზადებას შაბათს, სიდნეიში ტოტენჰემის წინააღმდეგ მატჩით გააგრძელებს.