მადრიდის რეალმა ზაფხულის მე-3 ტრანსფერი დახურა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბერნარდუ სილვა კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს. პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელმაც სეზონის ბოლოს სიტი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, სამეფო კლუბს უფასოდ შეუერთდება.
სილვამ რეალთან 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მესამე წლით გახანგრძლივებაც მის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
ფეხბურთელზე პრეტენზიას ატლეტიკო და ბარსელონაც აცხადებდნენ, თუმცა ბოლოს საქმეში რეალიც ჩაერთო და ტრანსფერი ერთ დღეში დახურა.
აქამდე, რეალმა ამ ზაფხულს უკვე დახურა დენზელ დუმფრისის (ინტერიდან 20 მილიონად) და იბუ კონატეს (ლივერპულიდან უფასოდ) ტრანსფერები.
ფაბრიციო რომანოს თქმით, ბერნარდუს ტრანსფერი პირადად ჟოზე მოურინიოს მოთხოვნა იყო.