მანჩესტერ იუნაიტედი სერიოზულ ფინანსურ შეღავათს მიიღებს.
კლუბის ყოფილი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი, რომელიც იანვარში გაათავისუფლეს, მილანის მთავარი მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია. ვინაიდან პორტუგალიელი სამუშაოს უბრუნდება, მანჩესტერს აღარ მოუწევს მისთვის იმ გიჟური კომპენსაციის სრულად გადახდა, რომელიც მის მთელ სამწვრთნელო შტაბთან ერთად 16.7 მილიონ ფუნტს შეადგენდა.
ამორიმი მილანში მასიმილიანო ალეგრის შეცვლის, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა. იტალიური გრანდი ყოფილ მანჩესტერელთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს და მას ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ამორიმს ახალ კლუბში დიდხანს ლოდინი არ მოუწევს ძველი ნაცნობების შესახვედრად, 15 აგვისტოს, პოლონეთში, მანჩესტერი და მილანი წინასასეზონო ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ეს შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესო იქნება იმ ფონზე, რომ ამორიმი ინგლისიდან კლუბის ხელმძღვანელობასთან, კონკრეტულად კი სპორტულ დირექტორ ჯეისონ ვილკოქსთან მძიმე კონფლიქტის შემდეგ წავიდა.
სანამ ამორიმი იტალიაში გადასასვლელად ემზადება, მანჩესტერმა მაიკლ კარიკის ხელში ნამდვილი პროგრესი განიცადა. გუნდმა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა, ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა და კლუბის შემოსავლებიც 57%-ით გაზარდა. ამორიმის კომპენსაციის შემცირება კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, ომარ ბერადას დამატებით ფინანსურ თავისუფლებას მისცემს, რათა ზაფხულში კარიკის გუნდი ახალი ტრანსფერებით გააძლიეროს.