რუბენ ამორიმი მილანის მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად მზადაა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, პორტუგალიელი იტალიურ კლუბთან განხილულ ყველა პირობას მიიღებს.
პორტუგალიელ სპეციალისტს ამ სამუშაოს მიღება სურს და ახლა როსონერის საბოლოო მწვანე შუქს ელოდება.
ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციითაც, რუბენ ამორიმი მილანთან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზეა.
ამჟამად სწორედ პორტუგალიელი ითვლება მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ფავორიტ კანდიდატად. როსონერის წარმომადგენლებმა ამორიმთან პირისპირ შეხვედრაც უკვე გამართეს.
შეგახსენებთ, რომ რუბენ ამორიმი ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედს წვრთნიდა, გასული სეზონის მიმდინარეობისას კი ის მაიკლ კერიკმა ჩაანაცვლა.
მილანის მიერ განხილულ სხვა კანდიდატებს შორის არის მათიას იაისლეც, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის ალ აჰლის ხელმძღვანელობს.
როსონერის გასულ სეზონში მასიმილიანო ალეგრი წვრთნიდა, რომელიც კლუბმა სერია ა-ს ბოლო ტურში ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასვლის შემდეგ გაათავისუფლა.