ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რუბენ ამორიმი მილანის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.
რუბენ ამორიმსა და მილანს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე იქნება ძალაში, დამატებით კი გათვალისწინებულია მისი 2029 წლის ივნისამდე გახანგრძლივების შესაძლებლობა.
ამორიმმა ყველა პირობა მიიღო და მიმდინარე კვირაში ხელს მოაწერს კონტრაქტს, რის შემდეგაც ოფიციალურად მილანის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.
პორტუგალიელი სპეციალისტი ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედს წვრთნიდა, საიდანაც გასული სეზონის მიმდინარეობისას გაათავისუფლეს, მისი ადგილი კი მაიკლ კერიკმა დაიკავა.
ამორიმი მილანში მასიმილიანო ალეგრის შეცვლის, რომელიც როსონერიდან მას შემდეგ წავიდა, რაც გუნდმა სერია ა-ს ბოლო ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.