ჰანსი ფლიკმა ახსნა, რატომ თამაშობს მისი ბარსელონა ასეთი ამოწეული დაცვის ხაზით.
„როცა ვაგებთ და სამ გოლს ვუშვებთ, მაშინ მარტივია თქმა, რომ ცუდი თამაში იყო, ან ეს ის ბარსა არაა, რომელსაც ხალხი მიეჩვია. საბოლოოდ, ზოგი უბრალოდ ვერ ხვდება, რატომ გვჭირდება ასეთი ამოწეული დაცვით თამაში.
ეს არის ჩვენი სტილი და საქმე მხოლოდ მცველებში არ არის. პრესინგი ჩვენი თავდამსხმელებით და ნახევარმცველებით იწყება. ეს არის ის, რასაც ჩემი ფეხბურთელებისგან ვითხოვ. შეცდომები კი თითქოს მხოლოდ მცველებს ბრალდება, რაც უსამართლობაა.
თუ ჩვენი პრესინგი არაეფექტური იქნება, პრობლემები შეგვექმნება და ზუსტად ამის ახსნას ვცდილობ მეც.
ვთქვი, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ რაღაცას კარგად ვაკეთებდით, თუმცა შემტევმა ზონამ უფრო აქტიურად უნდა აპრესინგოს. მინდა მატჩებშიც ვნახო ის, რასაც ვარჯიშებზე ვხედავ და ძალიან მომწონს.
ჩვენი ფეხბურთელები კონცენტრირებულები არიან და დიდი ოსტატობაც გააჩნიათ. პედრი, რაფინია და რაშფორდი კიდევ დიდ წვლილს შემოიტანენ ამ სეზონში." - აღნიშნა ფლიკმა.