ჰანსი ფლიკმა დაადასტურა, რომ რონალდ არაუხო ბარსელონას ალავესთან ხვალინდელ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
„მას კუჭ-ნაწლავის ინფექცია აქვს და ხვალ ვერ დაგვეხმარება. ემოციური თვალსაზრისით ყველას გვიჭირს. ჩელსისთან წაგების გადატანა ადვილი არ ყოფილა. გვეგონა, რომ გამარჯვება შეგვეძლო.
საბოლოო ჯამში, შემდეგი თამაშისთვის ოპტიმიზმი უნდა შევინარჩუნოთ." - აღნიშნა ფლიკმა პრესასთან საუბრისას.
თუმცა, როგორც AS იტყობინება, არაუხოს არყოფნის მიზეზი ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიური პრობლემებია - ურუგვაელი ჩელსისთან გაძევებისა და 0:3 წაგების შემდეგ ემოციურად განადგურებულია და მოედანზე გასასვლელად მზად არ არის.
ფეხბურთელის მდგომარეობა იმდენად რთულადაა, რომ მან გუშინ და დღეს გუნდურ ვარჯიშებშიც კი ვერ მიიღო მონაწილეობა.