ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ბექჰემი და ამერიკა: როგორ შეცვალა ყველაფერი ერთმა ტრანსფერმა
ფეხბურთიფეხბურთი

ბექჰემი და ამერიკა: როგორ შეცვალა ყველაფერი ერთმა ტრანსფერმა

07 ივლ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

2007 წლის 11 იანვარს, მადრიდის რეალის ინგლისელმა სუპერვარსკვლავმა დევიდ ბექჰემმა გამოაცხადა, რომ ამერიკულ კლუბთან, ლოს ანჯელეს გალაქსისთან ხუთწლიანი კონტრაქტი დადო, რომელიც ძალაში იმ წლის 1-ლი ივლისიდან შევიდოდა.


31 წლის ბექჰემის MLS-ში ტრანსფერი საფეხბურთო სამყაროსთვის სრული შოკი იყო. ამ გადადგმული ნაბიჯის გამო, ფეხბურთელის სანაცნობო წრესა და გუნდელებს მის გონებრივ შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარათ, ბევრი კი ინგლისელს პირდაპირ შეშლილად თვლიდა...


თავად განსაჯეთ, ლოს ანჯელესურ კლუბში თამაშზე იგი წელიწადში 6.5 მილიონ დოლარად დათანხმდა, მაშინ როდესაც „გალაქტიკოში“ 70%-ით მეტს, წელიწადში 18 მილიონ დოლარს იღებდა. ამასთანავე იგი ჯერ არც იმყოფებოდა იმ ე.წ. საპენსიო ასაკში, რომ ელიტური ევროპული ფეხბურთიდან მოკრძალებულ, დაბალი დონის ლიგაში წასულიყო...



თუმცა არავინ იცოდა, რომ დახურულ კარს მიღმა განხორციელებული ეს ხმაურიანი ტრანსფერი ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის მომავალსაც კი შეცვლიდა.


მაშ რამ მოხიბლა ფეხბურთელი? რა იყო მიზეზი, რის გამოც ბექზიმ ევროპა ამერიკაზე გაცვალა? ყველაფერი ამ რევოლუციური ტრანსფერის დეტალებში იმალებოდა.


ფეხბურთელს კლუბის ნებისმიერი შემოსავლიდან ერგებოდა პროცენტი - ბილეთები, საქონელი, კონცესიები, სატელევიზიო და სპონსორული გარიგებები... ამგვარი რამ არათუ არცერთ ფეხბურთელს, არცერთ სპორტსმენსაც კი არ მიუღია.


ცნობისთვის, ტრანსფერის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში გალაქსიმ 11 ათასი ახალი აბონემენტი გაყიდა, ფეხბურთელის პირველ მატჩზე 60 ათასი მაყურებელი მივიდა (მანამდე ლოს ანჯელესური კლუბის თამაშს საშუალოდ 12 000 დამსწრე ჰყავდა), ბექჰემის მაისური კი MLS-ის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი გახდა.


თუმცა, ამ არნახულ კონტრაქტში კიდევ იყო ერთი პუნქტი, რომელიც დიდ ხანს არ იცოდა საფეხბურთო სამყარომ - დევიდ ბექჰემს ეძლეოდა შესაძლებლობა, კარიერის დასრულების შემდეგ ეყიდა MLS-ის ახალი კლუბი.


მსგავსი რამ იქამდე არასოდეს მომხდარა!


ამერიკაში საფეხბურთო ფრანშიზის ყიდვა უდიდესი რისკი იყო, რადგან იმხანად მოიაზრებოდა, რომ MLS თავისი არსებობის უკანასკნელ წლებს ითვლიდა, ბექჰემმა კი ამერიკაში გადაბარგებით სარფიანთან ერთად სარისკო ნაბიჯიც გადადგა.


აღსანიშნავია, რომ იმავე დროს მოხდა ე.წ. ბექჰემის წესის (Designated Player Rule) შემოღება, ანუ სპორტსმენზე ანაზღაურების გაცემა დაწესებული სახელფასო ლიმიტის მიღმა.


ბექჰემის ტრანსფერით ამერიკული საფეხბურთო ლიგა გამოცოცხლდა, იმატა ამ სპორტის პოპულარობამ, იმატა სატელევიზიო ტრანსლაციების რეიტინგებმა, და რაც მთავარია - იმატა ფრანშიზების ფასებმა, რასაც ჭკვიანი დევიდი გულმოდგინედ ელოდა და 2014 წელს 25 მილიონ დოლარად MLS-ის ახალი ფრანშიზა ინტერ მაიამი შეიძინა.


ის, თუ როგორ გახდა ბექჰემის ხელში ფლორიდული კლუბი ანგარიშგასაწევი ძალა, როგორ დაითანხმა მან ლიონელ მესი თავის სამფლობელოში გადასვლაზე და როგორ იქცა თვითონაც გენიალურ ინვესტორად, ცალკე სასაუბროა...



ხო მართლა, ბექჰემი გალაქსის მაისურით ორჯერ გახდა MLS-ის ჩემპიონი და ხუთ სხვა ტიტულსაც დაეუფლა, ექვსი წლის განმავლობაში კი წელიწადში 50 მილიონ დოლარზე მეტს შოულობდა.


კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ბექჰემი
ტრანსფერები
აშშ
ინტერ მაიამი
MLS
ლოს ანჯელეს გალაქსი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ლუკაკუს აგენტი: "იყო შანსი, რომ ლუკაკუ რეალში გადასულიყო“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუკაკუს აგენტი: "იყო შანსი, რომ ლუკაკუ რეალში გადასულიყო“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მესის 29 გოლი - არგენტინელმა MLS-ის რეგულარული სეზონის ოქროს ბუცი მოიგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მესის 29 გოლი - არგენტინელმა MLS-ის რეგულარული სეზონის ოქროს ბუცი მოიგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფაბიო ბორინი დევიდ ბექჰემისა და გარი ნევილის გუნდში გადავიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფაბიო ბორინი დევიდ ბექჰემისა და გარი ნევილის გუნდში გადავიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ისე როგორც ადრე - რონალდუს შემდეგ მესიმაც ბრწყინვალე გოლი გაიტანა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ისე როგორც ადრე - რონალდუს შემდეგ მესიმაც ბრწყინვალე გოლი გაიტანა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 ოქტ, 2025

ლუკაკუს აგენტი: "იყო შანსი, რომ ლუკაკუ რეალში გადასულიყო“

News image

19 ოქტ, 2025

VIDEO: მესის 29 გოლი - არგენტინელმა MLS-ის რეგულარული სეზონის ოქროს ბუცი მოიგო

News image

18 ოქტ, 2025

ფაბიო ბორინი დევიდ ბექჰემისა და გარი ნევილის გუნდში გადავიდა

News image

18 ოქტ, 2025

VIDEO: ისე როგორც ადრე - რონალდუს შემდეგ მესიმაც ბრწყინვალე გოლი გაიტანა