MLS-ის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში ინტერ მაიამიმ სტუმრად ნეშვილი 2-5 დაამარცხა.
გამარჯვებული გუნდის მხრიდან ჰეთთრიქი შეასრულა ლიონელ მესიმ, რომელსაც პირველი გოლი განსაკუთრებით ლამაზი გამოუვიდა.
საბოლოოდ არგენტინელმა რეგულარული სეზონი 28 მატჩში გატანილი 29 გოლითა და 19 საგოლე გადაცემით დაასრულდა და ოქროს ბუცის გამარჯვებულიც გახდა.
ინტერ მაიამიმ კი აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა და 1/8 ფინალურ ეტაპზე ნეშვილს შეხვდება.
გთავაზობთ მესის ყველა გოლს რეგულარულ სეზონში.