ლიონელ მესი ნაკრებში შესრულებული საგოლე გადაცემებით მსოფლიო რეკორდსმენი გახდა.
პუერტო რიკოსთან ამხანაგურ მატჩში ლეო მესიმ არგენტინის ნაკრების მაისურით ორი ასისტი მიითვალა, მისმა გუნდმა კი 6:0 მოიგო.
ამ ორი ასისტით მეტიმ ნაკრებში საგოლე პასების რაოდენობა 60-მდე აიყვანა და ყველა დროის რეკორდი დაამყარა.
ლეომ ამ მიღწევით ნეიმარი და აშშ-ს ექს-შემტევი ლენდონ დონოვანი ჩამოიტოვა, რომელთაც ნაკრებში 58 საგოლე პასი აქვთ გაფორმებული.
ცნობისთვის, მთელ პროფესიონალურ კარიერაში ლეო მესის 398 საგოლე გადაცემა აქვს ანგარიშზე.