ცნობილი გახდა ოქტომბრის მატჩებისთვის არგენტინის ნაკრების განაცხადი.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი აშშ-ში ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. 10 ოქტომბერს მაიამიში ვენესუელას დაუპირისპირდება, 13-ში კი პუერტო რიკოს ჩიკაგოში.
ლიონელ სკალონიმ ამ მატჩებისთვის შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ხერონიმო რული (მარსელი), ვალტერ ბენიტესი (კრისტალ პალასი); ფაკუნდო კამბესესი (რასინგი)
მცველები: ნაუელ მოლინა (ატლეტიკო), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), ლეონარდო ბალერდი (მარსელი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), გონსალო მონტიელი, მარკოს აკუნია, ლაუტარო რივერო (ყველა – რივერ პლეიტი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი), მარკოს სენესი (ბორნმუთი)
ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი (ბოკა ხუნიორსი), ალექსის მაკ ალისტერი (ლივერპული), ანიბალ მორენო (პალმეირასი), როდრიგო დე პოლი (ინტერ მაიამი), ენცო ფერნანდესი (ჩელსი), ნიკო პასი (კომო), ჯიოვანი ლო ჩელსო (ბეტისი), ტიაგო ალმადა (ატლეტიკო), ფრანკო მასტანტუონო (რეალი)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ხულიან ალვარესი, ნიკოლას გონსალესი, ჯულიანო სიმეონე (ყველა – ატლეტიკო), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ფლაკო ლოპესი (პალმეირასი).