ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში მადრიდის რეალმა ალმატის კაირატი 0-5 გაანადგურა.
ჰეთ-ტრიკით კილიან მბაპემ გამოიჩინა თავი, თითო გოლი კი კამავინგამ და ბრაჰიმმა გაიტანეს.
VIDEO: მბაპეს ჰეთ-ტრიკი - რეალმა კაირატი გაანადგურა, ზარიამ სეზონში პირველად ითამაშა
ყაზახეთში გატანილი 3 გოლით ფრანგ შემტევს ჩემპიონთა ლიგაზე 60 გოლი დაუგროვდა და გახდა მე-6 მოთამაშე, რომელმაც ეს შეძლო.
კრიშტიანუ რონალდუ - 140 გოლი
ლიონელ მესი - 129 გოლი
რობერტ ლევანდოვსკი - 105 გოლი
კარიმ ბენზემა - 90 გოლი
რაული - 71 გოლი
კილიან მბაპე - 60 გოლი
ასევე საინტერესოა, თუ ვის რამდენი გოლი დასჭირდა 60 გოლის გასატანად.
მესი - 80 მატჩი
ლევანდოვსკი - 85 მატჩი
მბაპე - 89 მატჩი
რონალდუ - 98 მატჩი
ბენზემა - 111 მატჩი
რაული - 115 მატჩი
მბაპემ გოლის გატანა სექტემბერში ჩატარებულ ყველა მატჩში შეძლო