ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში მადრიდის რეალმა ალმატის კაირატი 0-5 გაანადგურა.
ჰეთ-ტრიკით კილიან მბაპემ გამოიჩინა თავი, თითო გოლი კი კამავინგამ და ბრაჰიმმა გაიტანეს.
ფრანგი შემტევი საოცარ ფორმაშია და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მან ამ სექტემბერში ჩატარებულ ყველა მატჩში შეძლო გოლის გატანა.
უკრაინა - 1 გოლი
ისლანდია - 1 გოლი
სოსიედადი - 1 გოლი
მარსელი - 2 გოლი
ესპანიოლი - 1 გოლი
ლევანტე - 2 გოლი
ატლეტიკო - 1 გოლი
კაირათი - 3 გოლი
მბაპეს ჩემპიონთა ლიგის პირველ 2 შეხვედრაში 5 გოლი დაუგროვდა, ამ სეზონში კლუბსა და ნაკრებში კი უკვე 15 გოლი გაიტანა.
VIDEO: მბაპეს ჰეთ-ტრიკი - რეალმა კაირატი გაანადგურა, ზარიამ სეზონში პირველად ითამაშა