საფრანგეთის ნაკრების მცველმა, უილიამ სალიბამ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატსა და მის ორ ფავორიტზე - ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებზე გააკეთა კომენტარი.
"მსოფლიო ჩემპიონატამდე 8 თვე დარჩა. ესპანეთმა და არგენტინამ ბოლო ორი დიდი ტურნირი მოიგეს, ეს მართალია. თუმცა, ჩვენ მათი არ გვეშინია. იმედი მაქვს, მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ და შურს ვიძიებთ. ეს ფეხბურთში უდიდესი შეჯიბრებაა. ყველას სურს იქ ყოფნა, რადგან ამაზე მაღალი არაფერია. სულ ეს არის, რასაც ველოდებით“, - განუცხადა სალიბამ ჟურნალისტებს.
საფრანგეთის ნაკრები ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტია - 2018 წელს ტიტული ხორვატიასთან ფინალში მოიგეს, 2022-ში კი ლეგენდარულ ფინალურ მატჩში არგენტინასთან პენალტებით დამარცხდნენ. სალიბას მონაწილეობა არც ერთ ფინალში მიუღია.
ფრანგებმა სექტემბრის ორივე საკვალიფიკაციო მატჩი მოიგეს. ისინი პარასკევს, პსჟ-ს პარკ დე პრენსის სტადიონზე, აზერბაიჯანს უმასპინძლებენ, ხოლო სამი დღის შემდეგ ისლანდიაში ითამაშებენ.