სამუელ უმტიტიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„კარგი და ცუდი მომენტების მქონე რთული კარიერის შემდეგ, დამშვიდობების დრო მოვიდა...
მთელი გულით გავიღე ყველაფერი და არაფერს არ ვნანობ. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბებს, პრეზიდენტებს, მწვრთნელებს და ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც მიმუშავია. მადლობა ლიონს, ბარსელონას, ლილს, ლეჩეს და საფრანგეთის ნაკრებს.
და ასევე დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს." - წერს 31 წლის ფეხბურთელი.
ბარსელონასთან ერთად უმტიტიმ ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი, ასევე სამჯერ გახდა ქვეყნის თასის გამარჯვებული. ლიონთან ერთად ფრანგმა საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოიგო.
საფრანგეთის ნაკრებთან ერთად უმტიტიმ 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
საინტერესოა, რომ 2018 წლის მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების ორივე მცველმა, რაფა ვარანმა და სამუელ უმტიტიმ კარიერა 31 წლის ასაკში, ტრავმების გამო დაასრულა.