ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობისთვის ემზადება.
როგორც L'Equipe იტყობინება, ლეგენდარულ ფრანგს 2026 წლის მუნდიალის შემდეგ ამ თანამდებობაზე დიდიე დეშამის ჩანაცვლება სურს, რომელმაც დიდი ხნის წინ გამოაცხადა, რომ მოახლოვებული მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის უკანასკნელი იქნება.
წყაროს ცნობით, ზიდანი ყურადღებით აკვირდება საფრანგეთის ლიგა 1-ს, ასევე უყურებს სხვა ჩემპიონატებსაც. მწვრთნელი, რომელსაც 2021 წლის ზაფხულის შემდეგ პაუზა აქვს აღებული, ბევრ რაღაცას ინიშნავს და უკვე დაახლოებით წარმოდგენილი აქვს, როგორ ითამაშებს მისი ნაკრები.
აქამდე ზიდანს მწვრთნელად მხოლოდ მადრიდის რეალში აქვს ნამუშევარი - 2016-2018 და 2019-2021 წლებში. ამ გუნდთან ერთად ფრანგმა სამჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება.