• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რეალის ვარსკვლავის პირველი განცხადება მუნდიალის ფიასკოზე
ფეხბურთიფეხბურთი

რეალის ვარსკვლავის პირველი განცხადება მუნდიალის ფიასკოზე

27 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან საფრანგეთის ნაკრების გავარდნის შემდეგ, კილიან მბაპემ დუმილი დაარღვია.


მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავმა და მამლების კაპიტანმა სოციალურ ქსელებში ვრცელი, უკიდურესად ემოციური წერილი გამოაქვეყნა, სადაც ფრანგ გულშემატკივრებს მიმართა და მუნდიალის ფიასკო შეაფასა.

მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის თავდამსხმელი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ის მთავარი მიზნის მიღწევის გარეშე დარჩა. ამჟამად შვებულებაში მყოფი მბაპე, რომელიც მალე მადრიდში, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით სავარჯიშო პროცესის განახლებას ელის, ტკივილსა და იმედგაცრუებას არ მალავს:

ჩვენ ვერ მოვიგეთ გუნდური ტიტული და ეს ძალიან მტკივნეულია. ეს ტკივილი კიდევ დიდხანს გაგრძელდება, არ მოგატყუებთ. ალბათ, უკეთეს დასასრულს იმსახურებდით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის არ ვირჩევთ, როგორ დასრულდება ისტორია; სამაგიეროდ, ვირჩევთ, რას ჩავდებთ მასში და ჩვენ ყველაფერი გავიღეთ


მბაპემ საუკეთესო ბომბარდირის ტიტული თანაგუნდელებს მიუძღვნა და აღნიშნა, რომ მათი თავდაუზოგავი შრომის, მოძრაობისა და გადაცემების გარეშე, ამ ჯილდოს ვერ მიიღებდა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მთავარ მწვრთნელს, დიდიე დეშამს და მთელ პერსონალ, ფიზიოთერაპევტებიდან დაწყებული, მზარეულებითა და მძღოლებით დამთავრებული.

ფრანგების ვარსკვლავმა გულშემატკივრების ფაქტორსაც გაუსვა ხაზი:


მადლობა ყველას, ვინც ღამეებს ათენებდა და დროის სხვაობის მიუხედავად, მსოფლიოს მეორე ბოლოდან გვიყურებდა. თქვენ არასდროს მიგვიტოვებივართ, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი, მაშინაც კი, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ვიმსახურებდით. მე ვითამაშე სამ მსოფლიო ჩემპიონატზე, მოვიგე ერთი და წელს მქონდა პატივი, ვყოფილიყავი კაპიტანი. ამას არასდროს დავივიწყებ!


ბოლოს კი, რეალის შემტევმა გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა და განაცხადა:


მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, მაგრამ ისტორია გრძელდება. ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია ერთად თამაში!
თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

france
მბაპე
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,ინგლისში გადასვლასთან ახლოს ვიყავი" - რატომ არ შედგა მბაპეს ტრანსფერი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ინგლისში გადასვლასთან ახლოს ვიყავი" - რატომ არ შედგა მბაპეს ტრანსფერი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ასეთი რამ მიუღებელია" - რეალი ლა ლიგის პრეზიდენტს დაუპირისპირდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ასეთი რამ მიუღებელია" - რეალი ლა ლიგის პრეზიდენტს დაუპირისპირდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ტყეები აღარ დარჩებოდა", - ატლეტიკოს ირონიული პასუხი რეალს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ტყეები აღარ დარჩებოდა", - ატლეტიკოს ირონიული პასუხი რეალს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ადრე რომ გეკითხათ, არას გეტყოდით", - მბაპე ისტორიულ მიღწევაზე ფიქრობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ადრე რომ გეკითხათ, არას გეტყოდით", - მბაპე ისტორიულ მიღწევაზე ფიქრობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 სთ წინ

,,ინგლისში გადასვლასთან ახლოს ვიყავი" - რატომ არ შედგა მბაპეს ტრანსფერი?

News image

20 სთ წინ

,,ასეთი რამ მიუღებელია" - რეალი ლა ლიგის პრეზიდენტს დაუპირისპირდა

News image

3 სთ წინ

„ტყეები აღარ დარჩებოდა", - ატლეტიკოს ირონიული პასუხი რეალს

News image

3 სთ წინ

„ადრე რომ გეკითხათ, არას გეტყოდით", - მბაპე ისტორიულ მიღწევაზე ფიქრობს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება