საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს მომავალ კვირას წარადგენენ.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ (FFF) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ეროვნული გუნდის ახალ დამრიგებელს მომავალ კვირას წარადგენს.
დიდიე დეშამმა, რომელიც საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან უძღვებოდა, პოსტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა. ფრანგებმა ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავეს, როდესაც ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში ინგლისთან დამარცხდნენ (4:6).
FFF-ის პრეზიდენტი ფილიპ დიალო ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას მომავალ სამშაბათს, 28 ივლისს, აღმასკომის რიგგარეშე სხდომის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზინედინ ზიდანი ჩაუდგება.