საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ოქტომბრის მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა.
მეკარეები - შევალიე, მენიო, სამბა
მცველები - დინი, გუსტო, ლუკა ერნანდესი, ტეო ერნანდესი, კონატე, კუნდე, სალიბა, უპამეკანო
ნახევარმცველები - კამავინგა, კონე, ოლისე, რაბიო, კეპრენ ტურამი
თავდამსხმელები - აკლიუში, ბარკოლა, კომანი, ეკიტიკე, მატეტა, მბაპე, ნკუნკუ
დეშამმა ნაკრებში პირველად გამოიძახა კრისტალ პალასის შემტევი ჟან-ფილიპ მატეტა.
ფრანგები 10 ოქტომბერს პარიზში აზერბაიჯანს მიიღებენ, 13 ოქტომბერს კი რეიკიავიკში ისლანდიას დაუპირისპირდებიან.