კრისტალ პალასის თავდამსხმელი ჟან-ფილიპ მატეტა საფრანგეთის ნაკრებში პირველად გამოიძახეს. დიდიე დეშამმა ის გოლების გატანის კარგი უნარის გამო შეაქო, მაგრამ აღნიშნა, რომ ტანმაღალ ფორვარდს მაინც ყველაფრის შეკრებაზე დამტკიცება მოუწევს.
მატეტამ გასული სეზონის ყველა ტურნირზე 17 გოლი გაიტანა, პალასმა კი FA CUP-ი მოიგო, რაც კლუბის 164-წლიან ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია.
28 წლის ფორვარდს საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები, გასულ წელს კი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც მიიღო მონაწილეობა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მაინცის ყოფილ თავდამსხმელს წლევანდელი პრემიერ ლიგის 7 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. 3-დან ერთ თამაშში გაიტანა კონფერენს ლიგაზე - ნორვეგიულ ფრედრიკსტადთან.
ფრანგებმა სექტემბრის ორივე საკვალიფიკაციო მატჩი მოიგეს. ისინი პარასკევს, პსჟ-ს პარკ დე პრენსის სტადიონზე, აზერბაიჯანს უმასპინძლებენ, ხოლო სამი დღის შემდეგ ისლანდიაში ითამაშებენ.