VIDEO: მბაპეს ჰეთ-ტრიკი - რეალმა კაირატი გაანადგურა, ზარიამ სეზონში პირველად ითამაშა
30 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში მადრიდის რეალმა ალმატის კაირატი 5:0 გაანადგურა.
ჰეთ-ტრიკით კილიან მბაპემ გამოიჩინა თავი, თითო გოლი კი კამავინგამ და ბრაჰიმმა გაიტანეს.
კაირატის რიგებში მე-80 წუთზე ცვლილებაზე ქართველი ნახევარმცველი გიორგი ზარია შემოვიდა, რომელმაც 10 წუთში 7-დან 6 ზუსტი პასი შეასრულა, წარმატებული დრიბლინგითაც გამოიჩინა თავი და მოგებული ორთაბრძოლითაც. გამოცემა SofaScore-მ ზარიას ამ მატჩისთვის 6.6 შეფასება დაუწერა.
აღსანიშნავია, რომ ქართველისთვის ეს ამ სეზონის პირველი მატჩი იყო - აქამდე ზარიას ტრავმა ჰქონდა და სეზონის სტარტი გაუცდა.
რეალმა ლიგაზე 2-დან 2 გამარჯვება მოიპოვა და 6 ქულით ცხრილის ლიდერია.