უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 0-2 დამარცხდა.
ჯგუფის მე-2 შეხვედრაში კი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა სახლში უკრაინას 1-0 მოუგო.
საინტერესოა, როგორი სიტუაციაა ჯგუფში ბოლო ტურის წინ:
1. ჩრდ. ირლანდია - 11 ქულა
2. უნგრეთი - 10 ქულა
3. უკრაინა - 4 ქულა
4. საქართველო - 2 ქულა
17 ნოემბერს ჯგუფის ბოლო მატჩები გაიმართება და გაირკვევა თუ საბოლოოდ რომელ ადგილს დაიკავებენ გუნდები.
საქართველოს ნაკრები სლოვაკეთში უკრაინას დაუპირისპირდება, უნგრეთი კი საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიას მიიღებს.
უკრაინის დამარცხების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ჯგუფში მე-3 ადგილს დაიკავებს და ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.
ვერმოგების შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრებს 2027 წლის მარტში C დივიზიონის გუნდთან პლეიოფის თამაში და B დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევს.